Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფაშინიანის განცხადებით, აღკვეთეს „კრიმინალური სასულიერო პირების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაშალეს „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მასშტაბური და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დილიდან უსაფრთხოების ძალები ჩხრეკენ მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრებისა და მხარდამჭერების სახლებს - მოძრაობას არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

განახლება: გალსტიანი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

"მალე ყველაფერი კარგად იქნება",- უთხრა მან მხარდამჭერებს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი პრესრელიზში წერს, რომ მოძრაობამ „რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო“ „ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად დასახული მიზნის მიღწევა დაშვებული გზით და „მიზნად დაისახა“ მისი მიღწევა „კონსტიტუციით დაუშვებელი" მეთოდებით.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ჯგუფისთვის შეიძინა ტერორისტული თავდასხმების ჩასატარებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები, ასევე განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითაც ემზადებოდა ძალაუფლების უზურპაციისთვის“.

გუშინ სომხური გამოცემა Civic-ი ირწმუნებოდა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ "გადატრიალების გეგმა", რომელსაც თითქოს ოპოზიცია ამზადებდა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ირწმუნებოდნენ, რომ "ოპოზიციიდან სანდო წყაროს" მიერ მიწოდებულ დოკუმენტში გაწერილია მოქმედებების ეტაპობრივი გეგმა, მონაწილეთა სია, შეთქმულების მონაწილეთა განკარგულებაში არსებული რესურსების ჩამონათვალი. პუბლიკაციის ბმული ნიკოლ ფაშინიანის Facebook გვერდზეცაა გამოქვეყნებული.

BBC წერს, რომ პრემიერ-მინისტრსა და სომხური ეკლესიის მეთაურს შორის კონფლიქტი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. ეკლესიის მხარდამჭერი მილიარდერი სამუელ კარაპეტიანი ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით დააკავეს.

მოძრაობა "წმინდა ბრძოლამ“ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დღეს „ოპერაციას ატარებენ არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის რეზიდენციაშიც“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus