Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე: სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ

მთავრობის ახალი ინიციატივით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიებს აეკრძალებათ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ცვლილებების მიზეზია ის, რომ "საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა." კობახიძის განმარტებითვე, ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო კვლავ დააკვირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას და თუკი მონაცემებმა მოხმარების კლება აჩვენა, ეს იქნება "უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა.“
"რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, ექიმები და მათ შორის კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, არსებითად ეს ქსელი არის კერძო და კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარია, იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტულ კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა" - თქვა ოცნების პრემიერმა.
კობახიძემ პარლამენტს მიმართა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით მომავალ კვირაში მიიღოს. მისი განმარტებით, ამ ცვლილებების შედეგად ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული პირები მედიკამენტების გარეშე არ დარჩებიან და იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, სრულად სახელმწიფო გადაიბარებს საკუთარ თავზე.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, - თქვა კობახიძემ 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


ცვლილებების ფონია ბოლო დღეების განმავლობაში მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავების რამდენიმე შემთხვევა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებაც ინფორმაციას პერიოდულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნარკოტიკებთან წარმატებულად ბრძოლის დასტურად ვრცელდება ასევე პრესრელიზები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შესახებ.
"ოცნების" მიერ ნარკოპოლიტიკის წინა ცვლილებები ნარკოლოგებისა და ზიანის შემცირების პროგრამებში ჩართული პირების მიერ რეპრესიულად შეფასდა - წინა საკანონმდებლო ინიციატივები იძულებითი მკურნალობის შემოტანის აუცილებლობასაც ითვალისწინებდა.
ოფიციალური მონაცემებით, თითქმის არასოდეს ხდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის გახსნა და ძირითადად ცალკეული ნარკორეალიზატორებით ინტერესდება გამოძიებები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus