Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროსაბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად

ევროპის საბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად. შესაბამის შეთანხმებას დღეს, 25 ივნისს სტრასბურგში მოაწერენ ხელს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ალენ ბერსეს შესაბამისი უფლებამოსილება 24 ივნისს მიანიჭა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, სამართლიანობა უკრაინისთვის არ მოიცდის და ევროსაბჭოს ფარგლებში შექმნილი სპეციალური ტრიბუნალი პასუხს მოსთხოვს მათ, ვინც გაეროს წესდების დარღვევით ძალა გამოიყენა.

ბერსეს თანახმად, ტრიბუნალი ორმაგი სტანდარტების გარეშე გამოიყენებს საერთაშორისო სამართალს და დაადასტურებს, რომ ევროპის უსაფრთხოება ეფუძნება არა დუმილს ან დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და მოქმედებას.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტებს და უკვე გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, ბავშვთა უფლებების კომისარ ლვოვა-ბელოვას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შოიგუს, გენშტაბის უფროს გერასიმოვის და სხვა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები.

ევროპის საბჭოს განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვების გამო ვერ განიხილავს აგრესიის დანაშაულს და ამ ვაკუუმს სწორედ ახალი სპეციალური ტრიბუნალი შეავსებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus