Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნატოს ლიდერები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას გამართავენ

დღეს ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

სხდომა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე უნდა დაიწყოს. 13:45 საათზე დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

ნატოს ლიდერებმა თავდაცვის ხარჯების ახალ სამიზნესთან, მშპ-ის 5%-თან მიახლოებაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ და სამიტის დეკლარაცია უნდა მიიღონ.

ნატოს სამიტი ოფიციალურად გუშინ, 24 ივნისს გაიხსნა.

ჰააგის სამიტის წინ ვრცელდებოდა ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, სამიტს არ დასწრებოდა. ტრამპი ჰააგაში 24 ივნისს ჩავიდა.

24 ივნისს, ჰააგაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ევროპელი და კანადელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებენ და თუ 2024 წელს სამხედრო დახმარება 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წელს უკვე 35 მილიარდს აღემატება, რაც აჩვენებს, რომ საერთო თანხა შარშანდელზე მეტი იქნება.

ამ პროცესში აღარ ფიგურირებს აშშ, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის სამხედრო დახმარება პრიორიტეტი არ არის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus