Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევას

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს. არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვი.

სუმის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ვერხნესიროვატსკის რაიონში დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. 6 დაჭრილიდან 3 ბავშვია. დაზიანებულია 30-მდე სახლი. დრონებით დარტყმის ადგილი მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა.

რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ხარკოვში. ამის შესახებ ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი იუწყება. დაზიანებულია კერძო სახლები და სამოქალაქო საწარმოები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 97 დამრტყმელი დრონით, რომელთაგან 78 მოიგერიეს. დრონებით დარტყმა დაფიქსირებულია 6 ადგილზე.

დღეს, 24 ივნისს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა კიევის შევჩენკოს რაიონში, სადაც 23 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევისას ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 23 ივნისს კიევში 9 ადამიანი დაიღუპა.

მანამდე, 17 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად კიევში 28 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. სარაკეტო დარტყმამ კიევის სოლომენსკის რაიონში დაანგრია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus