Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი ისრაელს: არ ჩამოყაროთ ეს ბომბები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელს თავის Truth Social პლატფორმაზე გაფრთხილება გაუგზავნა და დაწერა: „არ ჩამოყაროთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევაა. ახლავე დააბრუნეთ თქვენი პილოტები სახლში!“

ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტრამპმა გამოაცხადა ირანსა და ისრაელს შორის ზავზე, რომელიც დღეს დილით შევიდა ძალაში. ისრაელმა განაცხადა, რომ დაეთანხმა წინადადებას, ხოლო ირანმა თქვა, რომ შეწყვეტდა თავდასხმას, თუ ისრაელი იმავეს გააკეთებდა.

მოგვიანებით ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ირანის მიერ გაშვებული რაკეტა. თეირანმა უარყო ინფორმაცია ახალი თავდასხმების შესახებ.

ტრამპი ჟურნალისტებს ჰააგაში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე გაესაუბრა და თქვა, რომ ირანმა, სავარაუდოდ, ზავის დაწყების შემდეგ ერთი რაკეტა გაუშვა და ახლა ისრაელი პასუხობს. „ბიჭები უნდა დამშვიდდნენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ გუშინ „ბევრი რამ“ არ მოეწონა.

„არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ისრაელმა შეთანხმების დადებისთანავე გაუშვა [რაკეტები]", - თქვა მან. „არ იყო საჭირო გაშვება (unload).”

პრეზიდენტმა შემდეგ ვითარების შეფასებისას უცენზურო სიტყვა გამოიყენა: „ძირითადად, ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ აღარც იციან, რას აკეთებენ (don't know what the fuck they're doing)“.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირანმაც დაარღვია და ისრაელმაც. „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს განზრახ გააკეთეს“, - თქვა მან. „საერთოდ არ მომწონს ის ფაქტი, რომ ისრაელმა დღეს დილით ცეცხლი გახსნა. და ვნახავ, შევძლებ თუ არა ამის შეჩერებას“.

მან დასძინა, რომ ირანი „არასდროს აღადგენს თავის ბირთვულ“ შესაძლებლობებს და დაამატა, რომ ის „არც ირანით არ არის კმაყოფილი“.

დონალდ ტრამპის თვითმფრინავის აფრენიდან სულ ცოტა ხანში აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ახალი პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ „ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია“.

ტრამპი წერს: „ისრაელი თავს არ დაესხმება ირანს. ყველა თვითმფრინავი შემობრუნდება და სახლში დაბრუნდება, ირანს კი მეგობრულად „დაუქნევს ხელს“.

„არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus