Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საია დაუსაბუთებელს უწოდებს აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, სამოქალაქო აქტივისტის, მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშანია.

„სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე“, - წერს საია და განმარტავს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით.

საიას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში.

„ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს“.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მიაჩნია, რომ მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა, ჯარიმასაც ითვალისწინებს. და რომ ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები.

„სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იმსჯელოს ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა. თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა - თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა - ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა“.

საიას შეფასებით, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად.

21 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ თავდასხმა.

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus