Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მკაცრად გმობს“ აშშ-ის თავდასხმებს ირანზე

„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული და ეს ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ადრე ცალსახად აფასებდნენ ასეთ ქმედებებს მიუღებლად“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება მის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოდ მიაჩნია, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, „რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“:

„ამ ქმედების შედეგები, მათ შორის რადიოლოგიური, ჯერ კიდევ შესაფასებელია. თუმცა უკვე აშკარაა, რომ დაიწყო სახიფათო ესკალაცია, რომელიც რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის რისკი, რომელიც უკვე მრავალ კრიზისშია გახვეული, მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - წერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას მოითხოვს აშშ-ს მიერ ირანის ატომური ობიექტების დაბომბვის საკითხზე.

რუსეთის საგარეო უწყება გამოდის აგრესიის დასრულების მოწოდებით, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარჩოში დასაბრუნებლად.

ცოტა ხნით ადრე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის მიერ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშების ფონზე მოსკოვში ვიზიტი დააანონსა. 22 ივნისს მან განაცხადა, რომ მალე გაემგზავრება რუსეთში და ხვალ, 23 ივნისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

22 ივნისს განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მანაც "მკაცრად დაგმო" ირანზე აშშ-ის თავდასხმები და ბირთვული ობიექტების დაბომბვა:

"ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

21-22 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამ ძირითად ობიექტს - ფორდო, ნათანზსა და ისპაჰანს - შეუტიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი განადგურებულია და თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus