Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნიგერის დასავლეთში შეიარაღებულმა პირებმა 34 ჯარისკაცი მოკლეს და 14 დაჭრეს

დასავლეთ ნიგერში - მალისა და ბურკინა-ფასოს საზღვართან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა 34 ჯარისკაცი მოკლეს და 14 დაჭრეს. თავდამსხმა დილის საათებში, რვა ავტომობილისა და 200-ზე მეტი მოტოციკლის გამოყენებით განხორციელდა - ნათქვამია ნიგერის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის თქმით, მისმა ძალებმა ათობით მოიერიშე მოკლეს, რომლებსაც ისინი „ტერორისტებს“ უწოდებენ. დამატებითი თავდამსხმელების მოსაძებნად სახმელეთო და საჰაერო სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.

ნიგერი მეზობელ ქვეყნებთან - ბურკინა-ფასოსა და მალისთან ერთად, ათწლეულზე მეტია ებრძვის ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ ამბოხებას. ზოგიერთ მეამბოხეს „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აქვს კავშირები.

ბოლო წლებში ამ სამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები მოხდა. მმართველმა ხუნტებმა გააძევეს ფრანგული ძალები და დახმარებისთვის რუსეთის დაქირავებულ დანაყოფებს მიმართეს. სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას და შექმნეს უსაფრთხოების ახალი კავშირი - საჰელის სახელმწიფოების ალიანსის შექმნით. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, საჰელში, საჰარის უდაბნოს კიდეზე მდებარე უზარმაზარ რეგიონში, უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ხუნტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ისლამისტი მებრძოლები და სამთავრობო ძალები თავდასხმებს აგრძელებენ და აქ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus