Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 21 ივნისს პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ნინო დათაშვილს, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ თავდასხმა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო.

პროკურორის განმარტებით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა. ბრალდების მხარემ პატიმრობა “მომეტებულად დანაშაულებრივი საქმის გაგრძელების საფუძვლით” ითხოვა და ნინო დათაშვილის ქმედებას “საზოგადოებრივად საშიში” უწოდა.

ადვოკატმა კი პატიმრობის მოთხოვის მიზნად "ბრალდებულის დისკრედიტაცია" მიიჩნია. მისი თქმით, არ არსებობს შეესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა პატიმრობას ითხოვს - ყველა საფრთხეს თავისი სტანდარტი აქვს და თითოეულ მოთხოვნას მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს.

ნინო დათაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ თავად მიიჩნევს თან დაზარალებულად - “სამი დღე ლოგინიდან ვერ ავდექი ისე მტკიოდა ყველაფერი.. ტანზე აღმენიშნებოდა სილურჯეები და ნაკაწრები” თქვა მან და დასძინა, რომ არსად მიმალულა, კანონმორჩილი მოქალაქეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოშიც ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus