რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე 17 ივნისს, შუაღამის შემდეგ განხორციელებული მასირებული შეტევისას 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.