Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინამ საჰაერო იერიში მიიტანა ელაბუგაზე, სადაც რუსეთი დრონებს აწარმოებს

15 ივნისს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ელაბუგაზე. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ Telegram არხებზე გავრცელდა. კერძოდ, Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 კი დაშავდა.

თათრეთის ხელმძღვანელმა, რუსტემ მინიხანოვმა, ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო 13 დაშავებულიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც მინიხანოვმა დაწერა, „ლიკვიდაციისას შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ელაბუგის რაიონში მდებარე საავტომობილო ქარხნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შენობას დაეცა“.

Mediazona-ს ცნობით, ნამსხვრევების დაცემის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა Aurus-ისა და Sollers-ის საავტომობილო ქარხნების ტერიტორიაზე. თავდასხმის ფონზე, "როსავიაციამ" შეზღუდვები დაუწესა ყაზანის, ნიჟნეკამსკისა და იჟევსკის აეროპორტებს.

ელაბუგაში მდებარეობს სპეციალური ეკონომიკური ზონა „ალაბუგა“. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამ ზონაში იწარმოება დრონები, რომლებსაც რუსეთის არმია ყოველ ღამე იყენებს უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ეს ობიექტი აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.

უკრაინელ სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი ელაბუგაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ქალაქი უკრაინიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus