Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და სხვა 7 ქალაქში  

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება. ორგანიზატორები ხელისუფლების გადადგომას, "მიტაცებული ძალაუფლების" დათმობას და "რეჟიმის ტყვეების" გათავისუფლებას მოითხოვენ.18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან."200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის - ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი - წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! "პარლამენტმა" და "მთავრობამ" დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!", — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.საპროტესტო აქციები იმართება:თბილისშიდროშების მარში - რესპუბლიკის მოედნიდანპროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან"პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით" — პირველ სკოლასთანაქცია პარლამენტთანგორშიგორის სარებულოს წინ - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ახალციხეშიაქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.ბათუმშიაქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“ზუგდიდშიაქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ.თელავშიუწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის შენობის წინ.ქუთაისშიაქცია ქუთაისის მერიის წინ - „კი ევროპას, არა რუსეთს!“ჩხოროწყუშიაქცია ჩხოროწყუს მერიის წინ - „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus