Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი: გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება:
დიახ - 54,4 %,არა - 22,3%არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2% .სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.


„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამომრჩევლებს (33%)“, - ნათქვამია კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
რეგიონებში პირიქით - უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს - 42.5%; არასამართლიანად - 42%)“, - აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, ალოკაციის მეთოდით პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება .
კოალიცია ცვლილებებისათვის - 16,9%-ს,ნაციონალური მოძრაობა 14,6%ლელო ძლიერი საქართველო - 13,4%გახარია საქართველოსთვის 12,4%ქართული ოცნება 35,2%სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კვლევის თანახმად, თბილისში ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვებას აქვს რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა ან დათქმა, რომლებიც თუ არ შესრულდა მაშინ ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება ან საერთოდ შეუძლებელი იქნება.
„უნდა არსებობდეს საერთო, შეთანხმებული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. ის, რაც დღეს ხდება, როცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას , ზოგიერთი კი არ იღებს, ყველაზე უფრო მეტად აზიანებს "ქართული ოცნების" დამარცხების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ოპოზიციის მერობის კანდიდატი უნდა იყოს საერთო. მაჟორიტარობის კანდიდატებზეც უნდა შეთანხმდნენ ანუ ერთმანეთის ამომრჩევლები უნდა დაახმარონ“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში (პირისპირ ინტერვიუ) 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus