Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელზე ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება, თუმცა მაშველები დანგრეული შენობების ნანგრევებში განაგრძობენ ძებნას.

სასწრაფო დახმარების სამსახურების და ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით, ასევე ოთხი ადამიანი დაიღუპა ისრაელის ჩრდილოეთით, არაბებით დასახლებულ ქალაქ ტამრაზე თავდასხმების შედეგად.

„ძალიან სამწუხარო და რთული დილა იყო, - დაწერა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა კვირა დილით სოციალურ ქსელ X-ში, - ირანის დანაშაულებრივმა თავდასხმებმა“ დახოცა და დაჭრა „ებრაელები და არაბები, ისრაელის მოქალაქეები და ახალი იმიგრანტები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები“.

„ვიზიარებ ოჯახების ღრმა მწუხარებას და ვგლოვობ საშინელ დანაკარგს. ვლოცულობ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და დაკარგულების გადარჩენისთვის. ჩვენ ერთად ვიგლოვებთ. ჩვენ ამას ერთად დავძლევთ“, - დასძინა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ცენტრალურ რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ვრცელდება ცნობები დასავლეთ გალილეაში განხორციელებული დარტყმების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, იქ სამი ქალი დაიღუპა. მანამდე, ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა განაცხადეს, რომ შაბათს ირანულმა რაკეტამ დააზიანა სახლი ჰაიფას რაიონში, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და 14 ადამიანი კი დაშავდა.

13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პარასკევ საღამოს ირანმა ისრაელზე საპასუხო დარტყმები განახორციელა და „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაისროლა. თეირანი აცხადებს, რომ ეს ისრაელის მიერ მანამდე ირანზე განხორციელებულ დარტყმებზე „გამანადგურებელი პასუხის“ დასაწყისია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus