სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისია ჩორჩანის საგუშაგოს თემას დაუბრუნდა, „ოცნების“ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ხმაურიანი გამოკითხვის შემდეგ. 11 ივნისს, სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად - აღმოჩნდა რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.