Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სასამართლომ მათე დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დროის ათვლა დაიწყება დაკავების დღიდან.

"იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება, შეიძლება დიდი ხანი ვერ გნახოთ… იცით, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბერს, გამთენიას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა….. მაგ დღეს ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე ძალის გამოყენება, ვეცადე გავრიდებოდი და ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ რაც მოხდა.

მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ [...]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა", - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.

"სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.

"მე ერთ პატარა ხის ნავში აღმოვჩნდი, რომელიც დიდმა ტალღებმა დიდ ოკეანეში შეითრია, აქეთ-იქით ახეთქებს და გადარჩენის გზას არ უტოვებს. ჩემს ნავს ნელ-ნელა ნახვრეტები უჩნდება", - წერდა მათე დევიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც მოხვდა პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების შესახებ გამოცემულ გაზეთში - ამ პუბლიკაციას დაკავებულების მშობლები და ახლობლები პერიოდულად საჯარო ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქციებსა და ბაზრობებზე არიგებენ.

მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა პატარა დარბაზში, სადაც 35 ადამიანზე მეტი არ ეტევა - სხდომას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დევიძის მეგობრების და გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. მანდატურებმა სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს სასამართლოს შენობიდან. სასამართლოს ეზო, სადაც პოლიციელების სიჭარბეა, სავსეა დევიძის მხარდამჭერებით. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი და მოქალაქეები.

მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების - რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება - პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.

33 წლის ნინო გალუსტაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus