Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ილონ მასკი ნანობს დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მულტიმილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა სინანული გამოთქვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო.

11 ივნისს მასკმა სოციალურ ქსელ X-ში, თავს გვერდზე დაწერა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი „ძალიან შორს წავიდა“. რომელ პოსტებს ნანობს, მასკს არ დაუკონკრეტებია.

ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის საჯარო სივრცეში კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მასკმა გააკრიტიკა ტრამპის „დიდი და ლამაზი" საგადასახადო კანონპროექტი, რომელიც მასკის შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ილონ მასკით იმედგაცრუებულია და მისი მხრიდან კანონპროექტის კრიტიკის რეალური მიზეზი ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებაა.

მასკმა ეს უარყო, განაცხადა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს ვერ მოიგებდა, შემდეგ კი X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ისიც დაწერა, რომ „მართლაც დიდი ბომბის ჩამოგდების დროა“, დონალდ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“, რომლებიც სწორედ ამ მიზეზით არ გამოქვეყნებულა.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.

აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს შექმნა ახალი ფედერალური უწყება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა დაავალა აქტიურ მხარდამჭერს, კომპანიების Tesla-ს და Space X-ის მფლობელ ილონ მასკს.

მასკი სპეციალურ სახელმწიფო მოხელედ დაინიშნა. ეს სტატუსი სახელმწიფოზე მუშაობის უფლებას აძლევდა წელიწადში 130 დღის განმავლობაში. მაისის ბოლოს მასკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურს ტოვებს.

ილონ მასკმა, როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების ხარჯების შემცირება დაიწყო, რამაც ათიათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურებში დააბრუნეს.

აპრილში მასკმა განაცხადა, რომ აპირებს მეტი დრო საკუთარ კომპანიებს დაუთმოს. მულტიმილიარდერმა ბიზნესმენმა ისიც თქვა, რომ ფედერალურ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული სიტუაცია იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა და მისი გამოსწორება ძალიან რთული ამოცანაა.

ილონ მასკს მიზნად გამოცხადებული ჰქონდა აშშ-ის ბიუჯეტიდან ორი ტრილიონი დოლარის დაზოგვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus