Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტივისტი გრეტა თუნბერგი დეპორტირებულია

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან დეპორტირებულია გარემოს დამცველი შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი. ის პალესტინელი ხალხის აქტიური მხარდამჭერიცაა.

დღეს, 10 ივნისს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თვითმფრინავში მყოფი აქტივისტის ფოტოები და მოკლე ტექსტი, რომ გრეტა თუნბერგი საფრანგეთის გავლით შვედეთში გაემგზავრა.

თუნბერგი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე 11 აქტივისტთან ერთად იმყოფებოდა მცირე ზომის გემ Madleen-ზე, რომელიც ისრაელის არმიის სამხედროებმა 9 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროდან ღაზის სექტორისკენ მიმავალ მარშრუტზე დააკავეს.

პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი კოალიციის, „თავისუფლების ფლოტილიის“ გემი Madleen-ი 1 ივნისს სიცილიიდან გავიდა. აქტივისტების განცხადებით, ისინი ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას აპირებდნენ.

ისრაელის მთავრობამ აქტივისტების ქმედება შეაფასა ჰამასის მხარდაჭერის „პიარ-აქციად“. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გემს „სელფი იახტა“ უწოდა.

თავის მხრივ, გრეტა თუნბერგმა ისრაელი დააანაშაულა საერთაშორისო წყლებში მისი და სხვა აქტივისტების გატაცებაში.

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და სახმელეთო ბლოკადა, რასაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.

ისრაელს ღაზის სექტორი საზღვაო ბლოკადაში ჰყავს ჯერ კიდევ 2007 წლიდან, როცა ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი. ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ ბლოკადა აუცილებელია ჰამასისთვის იარაღის მიწოდების აღსაკვეთად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus