Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოხუმში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე. ოპერატიული მოქმედებები რუსეთის "ეფესბეს" თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა. სოხუმის აეროპორტში დაკავებული 1980 წელს დაბადებული კაცი, აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიის ინჟინერია, იტყობინება დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური.

„ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებთან იმყოფებოდა კონტაქტში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი დათანხმდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობას აეროპორტის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტის ორგანიზების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ დაკავებული მიმდინარე წლის ივნისში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა, „რასაც, ჩანაფიქრის მიხედვით, შესაძლოა დიდი ოდენობით მსხვერპლი გამოეწვია“.

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კაცმა აეროპორტის საინჟინრო გეგმებზე წვდომა მოიპოვა და ისინი უკრაინულ დაზვერვას გადასცა ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესაძლო ადგილების მონიშვნით.“

დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა, აცხადებენ უწყებაში. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „შპიონაჟის“ მუხლით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus