Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა გადაამისამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა რუსეთის მხრიდან დრონებით უწყვეტი იერიშების მოგერიებისთვის. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანულ შაჰედის დრონებს.

"ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო" - თქვა ზელენსკიმ.

სანამ უკრაინის პრეზიდენტი ღიად ისაუბრებდა შეერთებული შტატებიდან დრონების მიწოდებაში არსებულ პრობლემებზე, მანამ მანამდე, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისკენ გადაამისამართა საბრძოლო მასალები, რაც მოიცავდა დრონების გამანეიტრალებელ მაღალგანვითარებად სარაკეტო სისტემებში გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus