Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამოძიება დაიწყო მარნეულის ეპისკოპოსის განცხადებების საფუძველზე

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო გამოძიება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი მკვლელობის გეგმასა და მცდელობებზე - ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ეპისკოპოსმა მისი მკვლელობის მცდელობაზე 8 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა. მისი ვერსიით ახლო წარსულში ხელისუფლების წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა - გიორგი ჯამდელიანის თქმით, მონაზონი მან ეკლესიიდან გაუშვა, სახელმწიფოს წარმომადგენელი კი დაცვის წევრებთან ერთად ნაცემი და მონასტრიდან გაგდებულია, თუმცა მისი ლიკვიდაციის საფრთხე გადავლილი მაინც არ არის.

ეპისკოპოსი გიორგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით და სამოქალაქო სექტორზე ნეგატიური შეხედულებებით.

2024 წლის დეკემბერში ის გამოეხმაურა რუსთაველზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან და ამ პროცესს "ერის საერთო ტკივილი და ტრაგედია" უწოდა.

2020 წელს ის "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებდა მის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის აგორებაში აღნიშნავდა, რომ ამის მიზანი მისი ეპარქიიდან ჩამოშორება იყო.

2025 წლის 28 მაისს ქადაგებაში მან მხარი დაუჭირა გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და თქვა, რომ სასჯელი, რომელსაც ის უკვე იხდის პატიმრობის სახით, შეუსაბამოდ მძიმეა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus