Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპმა ეროვნული გვარდია გაგზავნა ლოს-ანჯელესში მიგრანტებთან დაკავშირებული გამოსვლების გამო

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი 8 ივნისს ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი გამწვავდა და მასშტაბური გახდა.

"ამ რადიკალურ მემარცხენე პროტესტებს, რომლებიც ორგანიზებულია აგიტატორებისა და ხშირად არეულობის დაქირავებული მომწყობების მიერ, არ მოვითმენთ. ასევე, ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ??? კიდევ ერთხელ მადლობა ეროვნული გვარდიის წევრებს კარგად შესრულებული საქმისთვის!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის მხრიდან, რომელმაც ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება "უსამართლოდ", "განზრახ პროვოკაციად" და "შოუსთვის განკუთვნილ" ბრძანებად შეაფასა. მან ასევე დემონსტრანტებს პროტესტის მშვიდობიან ფორმებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მიგრანტებთან დაკავშირებული პროტესტი ლოს-ანჯელესში 7 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მასშტაბით 44 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სახელმწიფოს მტკიცებით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ეს ოპერაცია მკაცრად გააკრიტიკა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა.

"ჩვენს საზოგადოებებში ამგვარი ტაქტიკა შიშს თესავს და ჩვენს ქალაქში უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. ამას არ დავუშვებთ", - თქვა ბასმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის გამო აღშფოთებული იყო.

7 და 8 ივნისს საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებსა დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, დაკავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

ლოს-ანჯელესის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში, ესპანურენოვან ქვეყნებშია დაბადებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus