Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს - დიპლომატი

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის განცხადებით, სექცია გააგრძელებს მუშაობას „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“.

„რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო თავისუფალი წვდომის გარანტიების შექმნა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესების სექცია, მთელი მისი შემადგენლობა, გააგრძელებს მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციაში გაიმართა.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ ენაზეა დაწერილი მრავალი ნაწარმოები ცნობილი ქართველი მწერლებისა, რომლებიც „არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ რუსულად აზროვნებდნენ კიდეც“, - იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსი".

ოლისოვმა რუსულ ენას უწოდა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ერთიანობის ენა, საზღვარგარეთ რუსული დიასპორის კულტურული იდენტობის შენარჩუნების საფუძველი და ერთაშორის კომუნიკაციის საშუალება“.

რუსული ენის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 6 ივნისს, პუშკინის დაბადების დღეს.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ოლისოვი მიმდინარე კვირაში დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2024 წელს საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის, „კავკასიის ბარომეტრის“ თანახმად, მოსახლეობაში რუსული ენის ცოდნის დონე შემდეგნაირად გადანაწილდა: 17%-ს არ აქვს საწყისი ცოდნა; 25%-ს აქვს დაწყებითი დონე; 38%-ს - საშუალო; 18%-ს - მაღალი; 2%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. გამოკითხულთა 56% რუსული ენის ცოდნას საშუალოდ ან მაღალ დონეზე აფასებს. თუმცა შეინიშნება რუსული ენის ცოდნის დონის შემცირება წინა წლებთან შედარებით. გარდა ამისა, 2024 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა მიუთითა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს რუსულს, როგორც მეორე ენას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus