დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე იქნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ის თანამშრომლებს წარუდგინა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს.