სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაჟინებით ითხოვს პასუხს, არღვევენ თუ არა უქორწინებლობისა და უბიწობის აღთქმას სასულიერო პირები და მათ შორის - სომხეთის პატრიარქი? ჰყავს თუ არა შვილი გარეგინ II-ს? თქვენი საქმე არ არისო - პასუხობს პრემიერს საეკლესიო კრება და იქით ედავება.