Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ლონდონი აპირებს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას" - რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსული მედია ავრცელებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ლონდონი აპირებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას, რაც მათი ანტისამთავრობო აქტივობების რადიკალიზაციაზე იქნება მიმართული.“

„ბრიტანელები აპირებენ, უბიძგონ „ძირგამომთხრელი კრეატიულობით დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან კონსოლიდაციისთვის. ლონდონის გათვლით, ამან უნდა „შეანჯღრიოს“ სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, შთაბეროს მას „მეორე სუნთქვა“, რათა მობილიზაცია გაუკეთოს ბრძოლის ახალი ეტაპის გაშლას მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად“.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ლონდონმა „ძირგამომთხრელი სამუშაოებისთვის“ საქართველოში დაახლოებით ასი ახალგაზრდული და სტუდენტური გაერთიანება, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ თემის სტრუქტურები შეარჩია:

"საგარეო დაზვერვის მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთი გაღიზიანებულია საქართველოს სურვილით, გათავისუფლდეს თავსმოხვეული მეურვეობისგან ლიბერალურ-გლობალისტური ძალებისა, რომელთა ღირებულებებიც უცხოა ქართველი ხალხისთვის. დასავლელებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი - ცულ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის დროს ამიერკავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ - სულ უფრო მეტად იხრება „ავტორიტარიზმის გზისკენ, ეროვნული ინტერესების წინ დაყენებით“.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანეთის ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლონდონმა ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებს.

ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სანქციები დაწესდა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი წამოწია წინა პლანზე და „სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ იარაღად“.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და „ქართული ოცნების“ განცხადებები ერთმანეთს დამთხვევია, მაგალითად, საქართველოს არჩევნებში „დასავლეთის ჩარევის“ შეფასებისას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus