Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპმა და სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე. ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინმა ის ჩინეთში მიიწვია.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს „ბოლო დროს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ზოგიერთი დეტალი“. ტრამპის თქმით, საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა და ლიდერებმა მხოლოდ ვაჭრობაზე ისაუბრეს.

ტრამპმა დასძინა, რომ საუბარი „ორივე ქვეყნისთვის ძალიან დადებითი დასკვნით დასრულდა.” და თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლები „მალე შეხვდებიან ლოკაციაზე, რომელიც ჯერ არ არის განსაზღვრული.”

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სი ძინპინმა ის ჩინეთში ვიზიტით მიიწვია და ტრამპმაც ანალოგიური შეთავაზებით უპასუხა.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, საუბარი ტრამპის თხოვნით შედგა.

ეს საუბარი მნიშვნელოვანი მოვლენაა აშშ-სა და ჩინეთს, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბული სატარიფო დაპირისპირების ფონზე.

ეს ამ ორ ლიდერს შორის ჩატარებული საუბრის პირველი დადასტურებული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus