გადი მოზესი 81 წლის ისრაელელია, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დროს კიბუც ნირ ოზიდან გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. როგორც თვითონ იხსენებს, წუთებში უკვე ღაზაში იყო, რადგან მისი დასახლებიდან ღაზამდე მანძილი სულ რაღაც 1800 მეტრია.