ონლაინგამოცემების „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მისი საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. როგორც ის ჰყვება, არ ჩაჰბარებია ქუთაისის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აღსრულების ბიურომ ბანკს მიმართა.