Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ. ამის შესახებ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს სააგენტო „როიტერსი“. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

3 ივნისს, დილით სააგენტო „ინტერფაქს უკრაინა“ ავიამიმოსვლის მონიტორინგის რესურსებზე(AirNav დ FlightAware) დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი Airbus A319 UR-ABA ირლანდიის შენონის აეროპორტიდან აფრინდა და გეზი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღო.

მოგვიანებით თვითმფრინავი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის თავზე დააფიქსირეს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოცემა „რბკ-უკრაინამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი მიემგზავრება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აქტიურად არის ჩართული უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში.უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 2025 წლის აპრილის ბოლოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus