ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო იწყებს თავისი საწარმოების სრულფასოვანი რეფორმირების პროცესს „ხარჯთეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“. მაგალითად მან დაასახელა რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში „ოპტიმიზაცია“, რამაც, მისი თქმით, ბიუჯეტს წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაუზოგა.