Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - რაში ადანაშაულებენ კადირ იოზდორს?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს სოხუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქის, 1977 წელს დაბადებული კადირ იოზდორის შესახებ.

„არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, კადირ იოზდორი თურქეთის ქალაქ იზმირში 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. დაკავებული თურქეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია რამდენიმე განზრახ მკვლელობაში, რომლებიც ჩადენილია საზოგადოებრივ ადგილებში, საშიში ფორმით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კადირ იოზდორი მანამდე „თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არაერთხელ იყო დევნის ქვეშ იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის“, ხოლო 2024 წელს, "ჩადენილი კიდევ ერთი მკვლელობის შემდეგ, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“.

ირწმუნებიან, რომ თურქეთის მოქალაქემ გადაკვეთა მდინარე ენგურზე არსებული დე ფაქტო საზღვარი, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით.

„დაკავებული თურქეთის მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს შემდგომი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ჩასატარებლად“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში გასული კვირის ბოლოს.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად გამოავლინეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის არხი“, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთში იმყოფებოდა თურქეთის ორი მოქალაქე და მეორეში კი აზერბაიჯანის ორი მოქალაქე. მათ „საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით“ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისში ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus