Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერალი ტშასკოვსკი მცირედით ლიდერობს - ეგზიტპოლები

ვარშავის მერი, 53 წლის რაფალ ტშასკოვსკი 50.17%-იანი და 50,3%-იანი მხარდაჭერით მცირედით უსწრებს თავის მეტოქეს - მემარჯვენე-კონსერვატორ პოლიტიკოსს, 42 წლის კაროლ ნავროცკის, რომელსაც, ყველა გამოკითხვით, ამომრჩეველთა 49%-ზე მეტი უჭერს მხარს.

ტშასკოვსკი მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია; ხოლო ნავროცკი წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - „კანონი და სამართალი“.

„ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - მიმართა ვარშავის მერმა მხარდამჭერებს პოლონეთის დედაქალაქში.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ოფიციალური ანდა სარწმუნო მონაცემები, რადგან ეგზიტპოლების ცდომილება 2%-ს უტოლდება. ამ ეტაპზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს და რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი შეუძლებელია.

პოლონეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში.

კაროლ ნავროცკის გამარჯვების შემთხვევაში, ექსპერტები ქვეყანას მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისსა და რიგგარეშე არჩევნებსაც კი უწინასწარმეტყველებენ. ნავროცკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია.

პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომლის სამხედრო პოტენციალი იზრდება და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება, ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს გაუგზავნის სიგნალს, რომ, მათ შორის - ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები აქტუალურია.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 18 მაისს გაიმართა, გასამარჯვებლად საჭირო [50%-ზე მეტი] მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგებით, პირველ ადგილზე გავიდა [30,9%] რაფალ ტშასკოვსკი; მას მოსდევდა კაროლ ნავროცკი [29,8%] უმნიშვნელო სხვაობით. ხმების 14,9%-ით, მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus