Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

2 ივნისს სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი იგეგმება - კიევი მზად არის

2 ივნისს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართება. პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, - დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამარხზე. იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს სრულ დ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებასა და იმ ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ გაიყვანა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 29 მაისს განაცხადა, რომ მეორე რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იმავე შემადგენლობით წარდგება.

რუსეთის დელეგაციას პირველ რაუნდზე [15-16 მაისი] წარმოადგენდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მიხაილ გალუზინი; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს [ГРУ] უფროსი - იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ალექსანდრ ფომინი.

ამ შემადგენლობას ზელენსკიმ “ბუტაფორიული” უწოდა 15 მაისს, როდესაც ის ჩავიდა თურქეთში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის განზრახვით, მაგრამ ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივნისს განაცხადა, რომ აუცილებელია უმაღლესი დონის შეხვედრის ორგანიზება.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს, რათა გააგრძელოს ომი და მიაღწიოს დამატებით დათმობებს კიევისგან და დასავლეთის ქვეყნებისგან.

უკრაინის პოზიციებს მტკიცედ იცავენ ევროპელი მოკავშირეები. საგანგებოდ აქტიურობს „ვაიმარის სამკუთხედი“ - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის შემადგენლობით. მათ მჭიდრო კოორდინაცია აქვთ აშშ-სთან. რუსეთთან და მის პრეზიდენტთან მიმართებით ცვალებადია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა. ტრამპი თავიდანვე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus