პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, ბავშვთა სიღარიბე, სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება, ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა ისევ მნიშვნელოვნად გამოწვევად რჩება.