Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის შეტევა კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში - დაშავდნენ ადამიანები, დაინგრა შენობები

რუსეთის არმიის შეტევის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა სამი საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი, 29 კერძო სახლი და 10 არასაცხოვრებელი ნაგებობა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით - დაჭრილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

კიევის ოლქში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 10 კერძო სახლი. ამ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნიკოლაი კალაშნიკი აღნიშნავს, რომ თავდასხმა კომბინირებული იყო - როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით.

„ოლქში მუშაობდა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა. განადგურდა მტრული სამიზნეები“, - აღნიშნავს კალაშნიკი და დასძენს, რომ მოგერიებულია თავდასხმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო [ГУР] იტყობინება, რომ ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის რაიონში, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფეთქდა სატვირთო მატარებელი. ამავე წყაროს ინფორმაციით, მატარებელი ანექსირებული ყირიმისკენ მიემართებოდა.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მატარებლის აფეთქების შედეგად დაირღვა „საკვანძო ლოგისტიკური არტერია“, რომელიც ამარაგებს რუსეთის ძალებს ზაპოროჟიესა და ყირიმში.

ასევე, რუსული წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია სარკინიგზო ხიდების აფეთქების შესახებ რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში. როგორც იტყობინებიან, ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus