Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა - ამბობს ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ. პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც პარტნიორობაზე, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე.

"სენატორ სტივ დეინსთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას;

საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, - თქვა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძისა და სტივ დეინსის შეხვედრას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც.

„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე“, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ x-ზე დაპოსტა თავად სენატორმაც.

"სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მკაცრად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინწასაწევად", - ეს არის ტექსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სენატორი დეინსი საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება.

"წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით მასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი საკითხები, ასევე "სტრატეგიული გამოწვევის შესახებ, რაც ამერიკისთვის არსებობს ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus