Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Sky News: რუსეთმა 50 000-იანი სამხედრო დაჯგუფება განალაგა ხარკოვის ოლქის მისადგომებთან

რუსეთმა ხარკოვის ოლქის საზღვართან დაახლოებით 50 000 სამხედროსგან შემდგარი დაჯგუფება განალაგა, - იტყობინება Sky News. გამოცემის ცნობით, მოსკოვს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (ვიდრე ამინდი გაუარესდება) დაახლოებით ოთხი თვე აქვს ამ მიმართულებით უკრაინის თავდაცვითი ხაზის გასარღვევად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წყაროების ცნობით, რუსეთის სარდლობა ცდილობს პირადი შემადგენლობის გადასროლას საბრძოლო მოქმედებების ხაზთან და ამზადებს შეტევითი ოპერაციის დაწყებას. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშკარად შეიმჩნევა რუსი ჯარების იერიშისთვის აქტიური მზადება.

Sky News-ის სამხედრო ანალიტიკოსმა მაიკლ კლარკმა განმარტა, რომ ძალების გაზრდა, სავარაუდოდ, უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების განდევნის მცდელობას ადრე ოკუპირებული კურსკის ოლქიდან.

კლარკის თქმით, კურსკის ოლქში გადასროლილი იქნა რამდენიმე ყველაზე გამოცდილი რუსული სამხედრო ნაწილი, მათ შორის ელიტური საჰაერო-სადესანტო კორპუსის ნაწილები. ეს ძალები შესაძლოა დარჩნენ ხარკოვის მისადგომებთან კონცენტრირებულ ჯარებს შორის.

თუ ხარკოვის ოლქში შეტევა არ დაიწყება, მაშინ გამოცდილი რუსული დანაყოფები შესაძლოა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში დაბრუნდნენ.

რუსეთს Sky News-ის პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს და უკრაინის სხვა პარტნიორებს, გააძლიერონ სანქციებით ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მოსკოვს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ზელენსკიმ ეს განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 24 მაისის ღამეს ბალისტიკური რაკეტებისა და თავდასხმის დრონების გამოყენებით განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმის ფონზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus