Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შსს: კიდევ ერთი პირია დაკავებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ს.წ.-ს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სწორედ ს.წ.-ს სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი 2025 წლის 14 მარტს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ. -ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ს.წ. - ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ - მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა. საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობა 14 მარტს 23:30 წუთზე ჭავჭავაძის გამზირის 7-9 ნომრების სიახლოვეს მოხდა.

„გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართულებით. სროლების დროს ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ იქ მყოფ სხვა მოქალაქეებს. გია ჩადუნელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მისი სიცოცხლე გადაარჩინეს“, - ასეთია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus