Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბრიტანეთის საელჩო ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობაზე - არის "არაპროპორციული ზომა" ოპოზიციის დაშინებისა და გაჩუმებისთვის

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და ამ ნაბიჯს აფასებს "არაპროპორციულ ზომად", რომელიც "მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას".

ამ შინაარსის განცხადება ბრიტანეთის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია: "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება".

სადაო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პროპორციულობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად, დღეს, 23 მაისს, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ "ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის - ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში".

მან ისაუბრა პოლიტიკოსებზეც, რომლებმაც უარი თქვეს მისულიყვნენ დროებით საგამოძიებო კომისიაზე და განაცხადა, რომ „ეს გახლავთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც საკითხები დგება კანონის მიხედვით და არა სურვილების მიხედვით".

ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).

გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადეს ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურა ჯაფარიძემ. ორივე მათგანი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus