Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შსს-მ 45-დღიანი პატიმრობა მოითხოვა აქტივისტისთვის, რომელსაც მარიამ ლაშხი უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 მაისს პოლიტიკოს მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ თათია აფრიამაშვილის მიმართ 45-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა - სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გადაწყვეტილებას ამ საქმეზე 30 მაისს გამოაცხადებს. მაგდა მამუკაშვილის საქმის განხილვა კი 27 მაისს დაიწყება.

თათია აფრიამაშვილის ადვოკატის განმარტებით, ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებულია ფრაზები: "არა რუსულ მონობას", "ძირს რუსეთის მონები".

"ქართული ოცნების" დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა - ამ დღეს ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა მის მიმართ დამოკიდებულება შემდეგი ფრაზებით გამოხატეს: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..."

მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა - ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ დღეს ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა.

დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus