Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"რა შეუძლია ხმაურს და ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას" - მარიამ სიჭინავას ანგარიშებს ყადაღა მოხსნეს

ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელსაც ანგარიშები მას შემდეგ დაუყადაღეს, რაც მას და კიდევ ერთ აქტივისტს, კერენ ესებუას, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ უჩივლა, ფეისბუკზე წერს, რომ ამბის გასაჯაროების შემდეგ მალევე დაუკავშირდნენ აღსრულების ბიუროდან, მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს და ანგარიშებზე წვდომაზე შეზღუდვა მოუხსნეს.

შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბარათები განბლოკილია და მათი გამოყენება კვლავ შეუძლია, მარიამმა 13:41 საათზე მიიღო აღსრულების ბიუროდან.

მარიამ სიჭინავა ასევე წერს, რომ მნიშვნელოვანია მედიის ყურადღება მის გარდა, სამართლიანად გადანაწილდეს კერენ ესებუაზეც, რადგან, მართალია, თავად მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედაა, მაგრამ კერენი არის პირველი ხარისხის ინვალიდის სტატუსის მქონე დედის ერთადერთი მეურვე და ადმინისტრაციული პატიმრობა ზარქუას სარჩელის პასუხად არც მისთვის არ იქნება მარტივი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას მას შემდეგ უჩივლა, რაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა, მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.

„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.

თავის მხრივ, ზუგდიდელმა აქტივისტებმაც უჩივლეს ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს, რომელმაც ესებუას ტელეფონი გააგდებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც ითვალისწინებს 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამ სიჭინავა მისთვის დაკისრებულ ჯარიმებს არ იხდის და საქმის მასალებს თან გადაუხდელი ჯარიმების შესახებ ინფორმაცია აქვს დართული, აქტივისტი ფიქრობს, რომ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებს.

ირაკლი ზარქუა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც აქტივისტს უჩივლა - მარიამ ლაშხმა ასევე შეიტანა სარჩელი აქტივისტ თათია აფრიამაშვილის წინააღმდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus