Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მადრიდში მოკლეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი - მედია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მოკლეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი პორტნოვი.

მას, სააგენტო „როიტერსის“ წყაროთა ცნობით, მადრიდში, ამერიკული სკოლის ჭიშკართან ესროლეს. მოკლული რომ მართლაც ანდრეი პორტნოვია, ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს გამოცემა „უკრაინსკა პრავდასაც“.

ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ან სამი პირი მონაწილეობდა. პორტნოვს მას შემდეგ ესროლეს, რაც შვილები სკოლაში დატოვა. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

ანდრეი პორტნოვი 2010-2014 წლებში იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ხოლო მანამდე პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის წევრი.

იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში პორტნოვი სასამართლოს კურატორად ითვლებოდა.

2014 წელს პორტნოვმა იანუკოვჩის სხვა თანამოაზრეებთან ერთად უკრაინა დატოვა და მედიის ცნობით, ხუთი წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" ინფორმაციით, 2018 წელს პორტნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სახელმწიფო ღალატის მუხლით, თუმცა 2019 წელს ანდრეი პორტნოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქმე დახურა. მან დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოაქვეყნა.

2019 წელს, პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ ანდრეი პორტნოვი უკრაინაში დაბრუნდა, თუმცა მალე ქვეყანა ისევ დატოვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus