Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე: კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი 4 წლისთვის

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ მას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამბიციური გეგმები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია, კობახიძის განცხადება აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა მოსალოდნელი კანდიდატი თბილისის ამჟამინდელი მერი იყოს.

"კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 მაისს, თბილისში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე, აპრილში, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან" ინტერვიუში თქვა, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით "პოლიტიკური საბჭოს შეკრება" არ ჰქონიათ და "ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პროდასავლური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. "ქართული ოცნების" გეგმაა 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება.

კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით 2021 წელს აირჩიეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus