Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლის ცნობით, პუტინი კურსკის ოლქში იმყოფებოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურსკის ოლქში იმყოფებოდა. კრემლის მიერ დღეს, 21 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პუტინი უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის რეგიონში 20 მაისს იმყოფებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოხალისეებს შეხვდა და ეწვია კურსკის მეორე მშენებარე ატომურ ელექტროსადგურს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მედია წერს, პუტინი კურსკის ოლქში პირველად ჩავიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან რეგიონის სრულად გათავისუფლების“ შემდეგ.

იმ ტექსტების მიხედვით, რომლებიც კრემლის და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების საიტებზე გამოქვეყნდა, კურსკში გამართულ შეხვედრებზე პუტინმა განაცხადა, რომ „მოწინააღმდეგე ყოველდღე ცდილობს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“, რუსეთის წარმატების საფუძველი კი ის არის, რომ დღეს „მთელი ქვეყანა ერთი გუნდია".

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.

2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus