Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ. ...დაიწყოს პროცესი!

„ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო ზარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად", - ასე აჯამებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს.

ტრამპის სიტყვებით, მოლაპარაკებების პირობები "ორ მხარეს შორის შეთანხმდება, სხვაგვარად შეუძლებელიცაა, ვინაიდან მათ იციან მოლაპარაკებების ის დეტალები, რომლებიც სხვას ვერავის ეცოდინება".

აშშ-ის პრეზიდენტი "ბრწყინვალეს" უწოდებს საუბრის ტონსა და სულისკვეთებას - "ასე რომ არ ყოფილიყო, ამის შესახებ ახლავე ვამჯობინებდი თქმას".

ამის შემდეგ დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ "რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშ-სთან, როცა ეს კატასტროფული „სისხლის მდინარე“ დასრულდება და მე თანახმა ვარ". გარდა ამისა, წერს: "რუსეთისთვის არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა, მასობრივად შექმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ისევე, როგორც უკრაინას შეუძლია იყოს ვაჭრობის სიკეთეებისგან დიდი სარგებლის მიმღები, ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში".

პრეზიდენტი ტექსტში იმეორებს: "რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაიწყება დაუყოვნებლივ" და ასევე წერს, რომ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

დონალდ ტრამპი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვატიკანი ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით.

"დაიწყოს პროცესი!" - ასე ასრულებს თავის პოსტს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპის მიერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შეფასებამდე, გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოკომენტარი: „რუსეთი შესთავაზებს და მზად არის, იმუშაოს უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა, მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.

19 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე.

17 მაისს დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის განზრახვაზე, დაწერა ზუსტი დროც (19 მაისი, დილის 10:00 საათი ვაშინგტონის დროით) და დაწერა საუბრის საგანი: „ამ სატელეფონო საუბრის თემები იქნება სისხლისღვრის შეჩერება, რომელსაც კვირაში საშუალოდ 5000 რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი ეწირება და ვაჭრობა“. იმავე პოსტში ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ 19 მაისი, ორშაბათი ,„პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლის შეწყვეტა შედგება და ეს ძალიან ძალადობრივი ომი - ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus