საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ პროდიუსერი, რედაქტორი და ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ისინი არ დაეთანხმნენ მენეჯმენტის შეთავაზებას, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა პლატფორმაზე და ეკეთებინათ იმისგან განსხვავებული საქმე, რასაც ბოლო წლებში „რეალურ სივრცეში“ აკეთებდნენ.