Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლის ცნობით, პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბარი 17:00 საათზეა დაგეგმილი

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ დღეს, 19 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ეს იქნება „მნიშვნელოვანი საუბარი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“.

უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკების შედეგად მხარეები ტყვეეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე რუსეთი ისევ უარს ამბობს.

ორი დღით ადრე, 17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორშაბათს(19 მაისს), ვაშინგტონის დროით 10:00 საათზე ექნება სატელეფონო საუბარი, რომლის თემები იქნება სისხლისღვრის შეწყვეტა და ვაჭრობის საკითხები.

ტრამპის თანახმად, პუტინის შემდეგ საუბარი ექნება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.

პუტინი მიიჩნევს, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრის წინ ძლიერი პოზიციები აქვს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია წლის ბოლოსთვის შეძლებს უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას, რის შედეგადაც სრულ კონტროლს დაამყარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე.

რუსეთმა უკრაინის ეს ოთხი რეგიონი თავის ტერიტორიად გამოაცხადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რვა თვეში, 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus