Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს - 46,40%.

პირველ ტურში, რომელიც 4 მაისს გაიმართა, სიმიონმა ხმების დაახლოებით 41%, დანზე თითქმის ორჯერ მეტი მიიღო.

18 მაისს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% იყო, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მეორე ტურში განსაკუთრებით იაქტიურა დიასპორამ, რომელმაც ნიკუშორ დანის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ხმა მისცა 1,4 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. პირველ ტურში მათი რიცხვი დაახლოებით 900 ათასი იყო. ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა 83 ქვეყანაში გახსნილ უბნებზე, ხოლო ჯორჯე სიმიონმა - 11-ში.

ნიკუშორ დანმა მხარდაჭერითვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოლდოვაში მცხოვრებ რუმინეთის მოქალაქეებს. თუ პირველ ტურში დანმა მოლდოვაში ხმების 52,3% მიიღო, მეორე ტურში მხარდაჭერა 88% იყო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანის გამარჯვებას ადასტურებდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 18 მაისს გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებიც, თუმცა, ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ ამ მონაცემებს არ ენდობა და არჩევნებში მან გაიმარჯვა.

ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჯორჯე სიმიონმა დამარცხება აღიარა, ნიკუშორ დანს მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი იყო რუმინელი ხალხის ნება.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, 55 წლის ნიკუშორ დანი განათლებით მათემატკოსია. 2020 წლიდან პრეზიდენტად არჩევამდე ბუქარესტის მერი იყო. დანი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუშორ დანის მეტოქე, 38 წლის ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი ევროკავშირისა და უკრაინისადმი კრიტიკულად განწყობილი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეების მიმდევარი პოლიტიკოსია.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა, ლიბერალმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული განწყობები.

თუ ხუთი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჯორჯე სიმიონეს ნაციონალისტურმა პარტიამ ხმების მხოლოდ 9% მიიღო და ეს შედეგი სენსაციად შეფასდა, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვებით, სიმიონეს რეიტინგი 47%-ს აჭარბებდა და მან არჩევნებშიც პრაქტიკულად, ეს შედეგი აჩვენა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus